აღწერა
ფუნქცია-მოვალეობები:
1. პოტენციური მომხმარებლების მოძიება; 2. კრედიტის გატანისა და სხვა პროდუქტების მოხმარების თაობაზე შემოსულ ყველა მომხმარებელთან გასაუბრება, ბერმელის პროდუქტების პირობების ზუსტი და კონკრეტული ახსნა და კლიენტურის მოზიდვა, შენარჩუნება, დამაგრება, როგორც ბერმელის საკრედიტო პროდუქტების უზრუნველყოფილი (იპოთეკური, ბიზნეს და სამომხმარებლოსესხის), ყველა ზეპირი და წერილობითი განცხადებისა და განაცხადის შესწავლა ადგილზე მისვლით, უძრავი ქონებისა და შემოსავლების წყაროების დათვალიერება-აღწერით, ყველა აუცილებელი დოკუმენტის მოთხოვნა შეგროვებით. 3. სიზუსტის დადგენა კლიენტის განაცხადსა და რეალურ მდგომარეობას შორის; 4. სესხის განაცხადის და შესაბამისი უზრუნველყოფის პროგრამული რეგისტრაცია 3. გასაცემი თანხის მიზნობრიობის, აგრეთვე გასაცემი თანხის, სესხის უზრუნველყოფის დაზუსტებისათვის კლიენტის ბიზნეს და სხვა საქმიანობის, (ყოველთვიური დადასტურებული თუ დაუდასტურებელი შემოსავალ-გასავლის და მოგების ანალიზი). უძრავი ქონების ზუსტი და კონკრეტული აღწერა და სპეციალური განაცხად-კითხვარების გათვალისწინებით შესაბამისი დასკვნის მომზადება. 4. უძრავი ქონების შეფასება ქალაქის განაშენიანებისა და მაგისტრალების მშენებლობის არსებული გეგმა-პროექტების გამოყენებით, სესხის გაცემის მომენტში მიწასა და უძრავ ქონებაზე არსებული სახელმწიფო და საბაზრო ფასების გათვალისწინებით. 5. სასესხო განაცხადის დამუშავება წესების შესაბამისად, მასალების პროგრამული ატვირთვა და კომიტეტზე გაგზავნის უზრუნველყოფა(სასესხო განაცხადი დასამტკიცებლად პროგრამულად იგზავნება) 6. სესხის გაცემის უფლებრივად უნაკლო ამონაწერის წარმოდგენის შემდეგ; 7. მუდმივი კონტროლი სესხის დაფარვის პროცესზე დავალიანების მქონე სესხების წარმოშობის თავიდან აცილების მიზნით (კონკრეტულად, კლიენტებთან მუშაობა საპროცენტო სარგებლისა და სესხის თანაბარი დაფარვის გრაფიკით გადახდაზე, დავალიანების შესახებ გაფრთხილებაზე. მათზე დარეკვა-შეხსენება, მიმართვების გაგზავნა, ხელწერილების გაკეთება მათგან) საჭიროების შემთხვევაში ახალი შეთანხმებების მომზადება, რესტრუქტურიზაციის გაკეთება. 8. ხელშეკრულების კონტროლი, როგორც სესხისა და სარგებლის გადახდის, ისე მისი მოქმედების ვადებზე და შესაბამისად, ვადების გასვლის შემდეგ (თუ იქნება ასეთი) ახალი შეთანხმების მომზადება და კლიენტების მიერ მასზე ხელმოწერის უზრუნველყოფა; 9. პრობლემური სესხების, კლიენტების საკითხის დაყენება ფილიალის მენეჯერთან, წერილობით ინფორმაციის მიწოდება საკრედიტო განყოფილების უფროსზე. 10. მომხმარებლებთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება, პროგრამული ატვირთვა და მატერიალური სახით შენახვა; 11. კომპანიის შინაგანაწესის დაცვა (საკრედიტო მიმართულების პოლიტიკა-პროცედურის ბრძანებების, განკარგულებების, მიმართვების შესაბამისად მუშაობა); 12. საკუთარი საკრედიტო საქმიანობის დამოუკიდებელი სისტემატური ანალიზი; 13. ყოველთვიური ანალიზური ინფორმაციის გაკეთება საკრედიტო განყოფილების უფროსთან რეგიონალურ თუ დარგობრივ მენეჯერთან თავისი საქმიანობის მიმდინარეობაზე. 14. პროდუქტების გაპრობლემურებისაგან თავის დაზღვევა (თავის აცილება). 15. უკიდურეს შემთხვევაში გაპრობლემურებული იპოთეკური სამომხმარებლო და ბიზნესსესხების აღმოფხვრა. 16. წლის განმავლობაში მინიმალურად ორი თვე საკრედიტო პროდუქტების იპოთეკური/ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების გაყიდვაზე მუშაობა პიარ აქციებისა და სხვა მეშვეობით.