აღწერა
პოზიციის ძირითადი მიზანი ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიანი მართვა, თანამშრომელთა გუნდის ხელმძღვანელობა, გაყიდვების შედეგების გაუმჯობესება, მარაგებისა და საოპერაციო პროცესების კონტროლი და მომხმარებლისთვის მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა.
ძირითადი პასუხისმგებლობები
- ფილიალის ყოველდღიური საქმიანობისა და საოპერაციო პროცესების მართვა;
- თანამშრომელთა გუნდის ხელმძღვანელობა, სამუშაოს განაწილება, დავალებების დელეგირება და შესრულების კონტროლი;
- გაყიდვების მაჩვენებლების მონიტორინგი, შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და შესაბამის აქტივობებში მო ნაწილეობა;
- პროდუქციის მარაგების კონტროლი.
- კომპანიის მომსახურების სტანდარტებისა და შიდა პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა;
- მაღაზიის ორგანიზებული მუშაობისა და გამართული ყოველდღიური პროცესების უზრუნველყოფა.
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, მცოცავი გრაფიკი 10:00-18:00/14:00-22:00 - დღეში 7 სამუშაო საათი და 1 საათი შესვენება; კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე.
მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია კოსმეტიკის მიმართულებით საცალო ვაჭრობის (Retail) სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება,
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ან რუსული ენების გამართულ სასაუბრო დონეზე ცოდნა.
მნიშვნელოვანი პიროვნული და პროფესიული კომპეტენციები
- გუნდის მართვისა და თანამშრომელთა მოტივირების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
- დავალებების დელეგირებისა და შესრულების კონტროლის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.
დეტალები
თბილისი
სრული განაკვეთი
₾2000-2500 + ბონუსი
14.10.2026
ბოლო ვადა: 2.1.2027