გადასვლა შინაარსზე
ყველა ვაკანსია

ოფის მენეჯერი

ბათუმისრული განაკვეთი₾ 100016.10.2026

აღწერა

ძირითადი მოვალეობები:

  • აღმასრულებელი დირექტორის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში (ელ-ფოსტა, კალენდარი, შეხვედრების დაგეგმვა).
  • დირექტორისთვის ვადების, შეხვედრების და პრიორიტეტების კონტროლი, დღის განრიგის შედგენა.
  • ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება;
  • საოფისე მარაგებისა და საჭირო ნივთების მართვა;
  • კომპანიის დოკუმენტაციისა და ფაილების ორგანიზება;
  • თანამშრომლების ადმინისტრაციული საკითხების კოორდინაცია;
  • შეხვედრებისა და სხვადასხვა საოფისე აქტივობის ორგანიზება;
  • გუნდთან ყოველდღიური კომუნიკაცია და საჭირო საკითხების კოორდინაცია;
  • ხელმძღვანელისა და გუნდის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • სხვადასხვა მიმდინარე დავალებისა და მცირე პროექტის დამოუკიდებლად მართვა;

მოთხოვნები

ძირითადი მოთხოვნები:

  • ორგანიზებულობა შენი ძლიერი მხარეა და გეგმების შედგენა ნამდვილად გიყვარს;
  • შეხვედრებზე ყოველთვის დროულად, ან ცოტა ადრე მიდიხარ;
  • გიყვარს ადამიანებისთვის საქმის გამარტივება;
  • შეგიძლია ერთდროულად რამდენიმე საკითხის მართვა ისე, რომ არცერთი მნიშვნელოვანი დეტალი არ გამოგრჩეს;
  • არ ელოდები ყოველთვის ინსტრუქციას და შეგიძლია დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება;
  • გაქვს მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება ადმინისტრაციულ, ასისტენტის, კოორდინატორის ან მსგავს პოზიციაზე;
  • კარგად ფლობ საოფისე პროგრამებს და კომფორტულად მუშაობ ციფრულ პლატფორმებთან;
  • კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარეა - როგორც წერილობით, ისე ზეპირად;
  • პასუხისმგებლობას სერიოზულად ეკიდები და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიჰყვები;
  • ენერგიული ხარ, გიყვარს აქტიური სამუშაო გარემო და ადამიანებთან ურთიერთობა;
  • გინდა იმუშაო გარემოში, სადაც ყოველდღე რაღაც ახალს ისწავლი და ბიზნესის სხვადასხვა პროცესში ჩაერთვები.

პიროვნული უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • ორგანიზებულობა და პრიორიტეტების მართვის უნარი.
  • პრობლემის დროულად დანახვა და გადაწყვეტილების შეთავაზება მანამ, სანამ ამის შესახებ სხვა გეტყვით
  • დეტალებზე ორიენტირებულობა (აუცილებელია)
  • კომუნიკაციის მაღალი კულტურა, როგორც წერილობით, ასევე ზეპირად

სამუშაო განაკვეთი - ორშაბათი/პარასკევი 11:00-19:00

დეტალები

ბათუმი
სრული განაკვეთი
₾1000
16.10.2026
ბოლო ვადა: 2.1.2027