აღწერა
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- ახალი კორპორატიული კლიენტების აქტიური მოძიება (B2B);
- კლიენტების ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლა და მათზე მორგებული სატრანსპორტო/ლოჯისტიკური მომსახურების შეთავაზება;
- არსებულ კორპორატიულ პორტფელთან თანამშრომლობა, პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება და გაყიდვების გაზრდა (Up-selling / Cross-selling);
- კომერციული წინადადებების მომზადება, ხელშეკრულებების შეთანხმება და გაფორმება;
- გაყიდვების ინდივიდუალური გეგმების შესრულება და შედეგების პერიოდული რეპორტინგი.
მოთხოვნები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სატრანსპორტო/ლოჯისტიკურ სექტორში B2B გაყიდვების მიმართულებით მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;
- საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების სპეციფიკისა და ბაზრის კარგად ცოდნა;
- ახალი ბიზნეს კონტაქტების მოზიდვისა და გაყიდვების სრული ციკლის დამოუკიდებლად მართვის უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა (სამუშაო და საქმიანი კომუნიკაციის დონეზე);
- საოფისე პროგრამების (MS Office, Excel და E-mail) მაღალ დონეზე ცოდნა;
- BIA მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- დარწმუნების, ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წა რმართვის გამოკვეთილი უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაო პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და სტრესულ/ცვალებად გარემოში სწრაფი ორიენტაციის უნარი;
- ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პუნქტუალურობა.
რას გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას: (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით) + მოქნილი საბონუსე სისტემა;
- ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას;
- კორპორატიულ მობილურს (ულიმიტო პაკეტი);
- სამუშაო ვიზიტებისა და შეხვედრებისთვის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
- პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- თანამედროვე, სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დეტალები
თბილისი
სრული განაკვეთი
₾2000 + ბონუსი
7.10.2026
ბოლო ვადა: 2.1.2027