გადასვლა შინაარსზე
ყველა ვაკანსია

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისისრული განაკვეთი₾ 2000 + ბონუსი9.10.2026

აღწერა

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ახალი კორპორატიული კლიენტებისა და პოტენციური პარტნიორების მოძიება;
  • ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და კლიენტებთან კომუნიკაციის დამყარება;
  • არსებული კორპორატიული კლიენტების მართვა, ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
  • სამედიცინო აპარატურისა და ერთჯერადი მოხმარების სამედიცინო პროდუქციის წარდგენა კლიენტებისთვის;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება და გაყიდვების პროცესის სრულად მართვა;
  • კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმებების გაფორმების პროცესის მართვა;
  • გაყიდვების მიზნებისა და KPI-ების შესრულება;
  • ბაზრისა და კონკურენტების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
  • გაყიდვების შესაძლებლობების, კლიენტების საჭიროებებისა და ბაზრის ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
  • ტენდერებში მონაწილეობის პროცესში ჩართულობა;
  • გაყიდვების რეპორტების მომზადება და გაყიდვების შედეგების ანალიზი;
  • მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზება;
  • გაყიდვის შემდგომი კომუნიკაციისა და მომსახურების პროცესის მონიტორინგი.

მოთხოვნები

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება და/ან მედიცინა);
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
  • გაყიდვების პროცესის მართვისა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და დასახული მიზნების შესრულების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • უცხოეთში ტრენინგების დაფინანსებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.

დეტალები

თბილისი
სრული განაკვეთი
₾2000 + ბონუსი
9.10.2026
ბოლო ვადა: 2.1.2027