აღწერა
თანამშრომლის ყოველდღიური ფუნქციები:
- B2B გაყიდვების სრული ციკლი (End-to-End B2B Sales): მშენებარე ობიექტების პროაქტიული მოძიება, დეველოპერების, მთავარი ინჟინრებისა და შესყიდვების მენეჯერების საკონტაქტოების მოპოვება, პირისპირ შეხვედრების დანიშვნა, მოლაპარაკებების პროფესიონალურად წარმართვა, კომერციული წინადადებების წარდგენა და შეთანხმების საბოლოო შედეგამდე - ხელშეკრულების გაფორმებამდე და პირველ ჩასხმამდე (შეკვეთამდე) მიყვანა.
- B2C გაყიდვების სრული ციკლი (End-to-End B2C Sales): ინდივიდუალური, კერძო მშენებლობებისა და მცირე პროექტების (კერძო სახლები, აგარაკები, საძირკვლები, ღობეები, საწარმოო/საკარმიდამო ფა რთები) აქტიური მოძიება და მონიტორინგი.
დამკვეთებთან, კერძო ოსტატებთან (ბრიგადირებთან) ან მშენებლებთან უშუალო კომუნიკაცია, მათ საჭიროებებზე მორგებული სწორი მარკის ბეტონისა და ლოგისტიკის (ტუმბო/პომპა, მიწოდების გრაფიკი) შეთავაზება, ეჭვებისა და ფასობრივი უარყოფების გადალახვა, და შეთანხმების ოპერატიულ გარიგებამდე, ოპერატიულ ანგარიშსწორებამდე და ობიექტზე ბეტონის წარმატებულ ჩასხმამდე მიყვანა.
- ობიექტებზე ვიზიტები: სამშენებლო მოედნებზე ადგილზე მისვლა, უშუალო კომუნიკაცია და ადგილზე მოლაპარაკება (საკუთარი ავტომობილით - საწვავი იფარება).
- ბაზრისა და კონკურენტების კვლევა : აქტივობების აღრიცხვა და რეპორტინგი: ყოველდღიური/ყოველკვირეული ანგარიშგების წარმოება გაწეული სამუშაოების შესახებ - განხორციელებული ზარები, ჩატარებული B2B/B2C შ ეხვედრები, ობიექტებზე ვიზიტები და გაგზავნილი კომერციული წინადადებები.
- გაყიდვების (Pipeline) მართვა: მიმდინარე გარიგებების სტადიების კონტროლი მოლაპარაკებიდან ხელშეკრულებამდე, მოგებული და წაგებული გარიგებების მიზეზების ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ანგარიშების/რეკომენდაციების წარდგენა
- ფასწარმოქმნა და არგუმენტაცია: მაღალი კონკურენციის პირობებში არა "ფასის დაკლებაზე", არამედ ხარისხსა და სერვისის უპირატესობაზე აპელირება.
დეტალები
თბილისი
სრული განაკვეთი
₾1500 + ბონუსი (3000-5000)
8.9.2026
ბოლო ვადა: 2.1.2027