გადასვლა შინაარსზე
ყველა ვაკანსია

ექსპერტ-შემფასებელი

თბილისისრული განაკვეთი₾ 930 ლარი + ბონუსი7.10.2026

აღწერა

ფუნქცია-მოვალეობები:

1. სამუშაო და შესვენების საათების მკაცრად დაცვა. 2. ორგანიზაციის შინაგანაწესის, სალომბარდო მიმართულების პოლიტიკის წესების მიხედვით და საოპერაციო და საბაზრო რისკების პირობების დაცვით მუშაობა. 3. პროდუქტის რეკლამირებასა და გაყიდვაზე ზრუნვა. 4. მომხმარებლებისათვის მისი პროდუქტების (ოქრო, ტექნიკა) უპირატესობების ჩვენება; 5. პორტფელზე მატების ყოველთვიური გეგმის შესრულება; 6. არსებული მომხმარებლების შენარჩუნება, ახალი მომხმარებლების მოზიდვა და სხვა, კონკურენტი კომპანიებიდან სესხების პორტირება, ამისათვის საჭირო მუშაობის წარმართვა, უპირატესობების ჩვენება. 7. სესხის რეგისტრაცია, გირავნობის აქტი, გირავნობის აქტების (ოქრო, ტექნიკა) დეტალურად შევსება (როგორც პროგრამაში, ისე ქისაში), ხელშეკრულების ბეჭდვა; 8. ტექნიკის მიღება მხოლოდ ბოლო პერიოდის მოდელებისა და შეფასებების მიხედვით. 9. ძვირფასი ლითონებისა და თვლების შეფასება ორგანიზაციაში დადგენილი ტარიფით, სინჯებისა და წონის (უბრ. თვლების, ვერცხლის და სხვ. არსებობის შემთხვევაში) ზუსტი დაცვით. 10. მუშაობა სესხის რაოდენობრივ და გირაოს ხარისხობრივ მაჩვენებელზე, კერძოდ: 10.1. არ დაუშვას პორტფელისა და მსესხებელთა არსებული ოდენობის კლება 10.2. არ დაამატოს სესხზე თანხა, როცა არ ექვემდებარება დამატებას. 10.3. მუშაობა გადაცდომებისა და დარღვევების გარეშე. 10.4. მიცემული დავალებების დროულად და პირნათლად შესრულება; 10.5. სესხის გადახდების კონტროლი ან ვადაგადაცილბეისგან თავდაცვა; 11. სესხების პრობლემური მენეჯერის პორტფელში გადასვლის მაქსიმალური აღმოფხვრა; გადასვლის შემთხვევაში კი მისი ახლით ჩანაცვლების უზრუნველყოფა. 12. მიღებული გირაოს სეიფში უსაფრთხოდ შენახვის და ინკასაციის უზრუნველყოფის (ინკასატორის საშუალებით)ვალდებულება ფულის მიღება გაცემაზე სატანდო დოკუმენტაციის შექმნით; ყველა გაცემული სესხისა ხელშეკრულებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის(გირაოს მიღება ჩაბარების აქტები, პირადობა და სხვა) მოვლა-შენახვა; 13. დახურულ სესხზე, რომელზედაც მომხმარებელმა ვერ გაიტანა სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული გირაო, მომდევნო ინკასაციის დროს ინკასატორისთვის გირაოს მიწოდება ცენტრალურ საცავში შესანახად, გირაოს ჟურნალში გატარებისა და ორმხრივი ხელწერის უზრუნველყოფით. 14. ჩაბარებული სეიფის გასაღებების უსაფრთხოდ შენახვის, მეორე პირისათვის გადაუცემლობის/გადაუნდობლობის ვალდებულება. 15. ფილიალიდან გასვლის წინ, რეკლამების ჩართვის (მოსვლისას გამორთვის), ფილიალის კარის კოდზე აყვანის, კოდის საიდუმლოდ შენახვა/დამახსოვრების, სხვა პირზე გაუცემლობის/გაუნდობლობის ვალდებულება. 16. პროგრამის გათიშვის, ტექნიკური მოწყობილობის დაზიანების, სავალუტო ელ. ტაბლოს გამორთვის ან არასწორად მუშაობის,რეკლამებში შუქის გამორთვის და სხვა დაუყონებლივი შეტყობინების ვალდებულება ქოლცენტრში ან უსაფრთხოების, მონიტორინგის სამსახურში. 17. კლიენტთან თავაზიან, კეთილგანწყობილ და თბილ დამოკიდებულება, მომხმარებლებს შესაბამის კონსულტაციას გაწევა, მათზე მორგებულ სხვადასხვა სასესხო პროდუქტებს შეთავაზება და გაყიდვების პროცესში ჩართვა 18. უშაობის პროცესში აღმოჩენილი ნაკლოვანებებისა და ხარვეზების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის დროული მიწოდება

დეტალები

თბილისი
სრული განაკვეთი
₾930 ლარი + ბონუსი
7.10.2026
ბოლო ვადა: 2.1.2027